SOLVA.GE – 3000 ლარამდე სესხი

solva krediti

solva krediti

sesxebi

sesxebi-sesxis ageba

SOLVA
სესხის მიღება

როგორ მივიღოთ სესხი?

Solva მიკროსაფინანსო ორგანიზაციაა სესხის ყველაზე მაღალი, 3000-ლარიანი ლიმიტით.

თქვენ არ გჭირდებათ ისეთი დამღლელი პროცედურების გავლა, როგორიცაა სახელფასო ცნობის, გირავნობის დამადასტურებელი მოწმობის და სხვა მსგავსი საბუთების შეგროვება, შემდეგ კი ბანკის ვრცელ რიგში დგომა.

ჩვენგან სესხის მისაღებად, საჭიროა უბრალოდ გვეწვიოთ ვებ-გვერდზე და შეავსოთ სესხის ონლაინ განაცხადი.

 

online sesxebi
1

დარეგისტრირდით და შეავსეთ განაცხადი!

ჩვენ გთავაზობთ სესხს ხუთ წუთში, განაცხადი განიხილება შევსებიდან უმოკლეს დროში. უსაფრთხოების მიზნით, არ დაგავიწყდეთ ჩვენი წესებისა და პირობების გულმოდგინედ გაცნობა!


online sesxebi
2

ხელი მოაწერეთ ოფერტას!

ოფერტაზე, ანუ ჩვენ წესებსა და პირობებზე თანხმობის განცხადება ხდება თქვენთვის მობილურზე გამოგზავნილი კოდის აპლიკაციაში შეყვანით.


online sesxebi
3

ისარგებლეთ სესხით

დადებითი პასუხის შემთხვევაში, კუთვნილი თანხა თქვენ მიერ მითითებულ პირად ანგარიშზე დღის განმავლობაში დაგერიცხებათ.

არ დაგავიწყდეთ, ონლაინ რეჟიმი საშუალებას გვაძლევს, სწრაფად მოვახდინოთ რეაგირება თქვენს მოთხოვნაზე და ვიყოთ მოქნილები და მომხმარებლის საჭიროებებზე მორგებულები.

Solva –  3000 ლარიანი ლიმიტის მქონე ონლაინ სესხია, ასევე, კიდევ ერთი შესაძლებლობა, სახლიდან გაუსვლელად მოაგვაროთ მოულოდნელი ფინანსური პრობლემები და დაზოგოთ 21-ე საუკუნეში ყველაზე მნიშვნელოვანი რამ – დრო!

რატომ SOLVA ?

solva სოლვა sesxi

solva სოლვა sesxi

Solva.ge არის სწრაფი ონლაინ სესხების კომპანია, რომელიც გასცემს სესხებს 3-დან 12-თვემდე ვადით. თქვენ შეგიძლიათ აიღოთ სესხი, თუ ხართ საქართველოს მოქალაქე და უკვე შეგისრულდათ 20 წელი. სესხის ოდენობა შეადგენს 800 ლარიდან 3000 ლარამდე თანხას. მსგავსი პროდუქტი არის ახალი საქართველოს ბაზრისთვის და მცირე მეწარმეებისთვის შესანიშავ შესაძლებლობას წარმოდგენს, წარმოების განსავითარებლად და მეტი შემოსავლის მისაღებად.

სოლვაში სესხის აღება შესალებელია, იმ შემთხვევაში, თუ:

  • ხართ  საქართველოს მოქალაქე;
  • უკვე შეგისრულდათ 20 წელი;
  • გსურთ 800–დან 3000 ლარამდე თანხა;
  • გჭირდებათ სესხი 3–დან 12 თვემდე ვადით;
  • პუნქტულურად დააბრუნებთ მიღებულ თანხას, სესხის ვადაში;

სოლვა საშუალებას გაძლევთ, რომ აიღოთ სესხი თქვენზე მორგებული გრაფიკითა და სასურველი ვადით. Solva-ში არ ხდება თანხის გადავადება, მაგრამ გრაფიკი თქვენს გადახდიასუნარიანობაზე მაქსიმალურად მორგებულია.

სწრაფი ონლაინ სესხების კომპანია Solva უამრავ უპირატესობას გთავაზობთ. მათ შორის ერთ-ერთი გამორჩეული პირობა მდგომარეობს იმაში, რომ თქვენ იხდით მხოლოდ იმ თვეების პროცენტს, როდესაც იყენებთ სესხს. მაგალითად, თუ თქვენ 1 წლის ვადით გაქვთ აღებული სესხი, მაგრამ  მეექვსე  თვეს გაგიჩნდათ მთლიანი თანხა სესხის დასაფარად, იხდით  მხოლოდ 6 თვის პროცენტსა და ძირ თანხას.

800-დან 3000 ლარამდე სესხის აღება დღის ნებისმიერ მონაკვეთშია შესაძლებელი. ამისათვის გჭირდებათ, უბრალოდ, ინტერნეტში ჩართული კომპიუტერი და 10 წუთი განაცხადის გამოსაგზავნად. განაცხადი შედგება რამდენიმე მარტივი კითხვისგან, როგორიცაა სახელი, პირადი ნომერი, საკონტაქტო ინფორმაცია და ა.შ. სესხის მინიმალური ვადის ათვლა 3 თვეს შეადგენს, მაქსიმალური კი – 12-. ეს შესანიშნავი შესაძლებლობაა სწრაფად, სულ რაღაც 15 წუთში, მიიღოთ თანხა გრძელვადიანი პერიოდით, როდესაც ეს ყველაზე მეტად გჭირდებათ.

სოლვა მოგიწოდებთ, პასუხისმგებლობით აიღოთ საჭირო თანხა. მაგალითად,  თუ  თქვენ გჭირდებათ 1500 ლარი, ნუ აიღებთ 3000 ლარიან სესხს, რათა არ გაგიჭირდეთ თანხის უკან დაბრუნება. სესხის აღებამდე კარგად დაფიქრდით და დაწვრილებით გაეცანით სესხის პირობებს.

 

SOLVA.GE-ის სერვისით სარგებლობა უკვე შესაძლებელია!

საქართველოში ყველაზე მაღალლიმიტიანი სწრაფი ონლაინ სესხების კომპანია Solva გაიხსნა!

solva სოლვა sesxi

solva სოლვა sesxi

Solva საერთაშორისო სწრაფად მზარდი ჰოლდინგის, ID Finance-ის წევრი კომპანიაა. ID Finance გასცემს ონლაინ სესხებს არა მხოლოდ საქართველოში, არამედ ესპანეთში, რუსეთში, პოლონეთში, ბელორუსში, ყაზახეთსა და ბრაზილიაში.

ჩვენთან შეგიძლიათ მიიღოთ 3000 ლარამდე ონლაინ კრედიტი სახლიდან გაუსვლელად, ყოველგვარი ხელფასის ცნობის, გირავნობის დამადასტურებელი მოწმობის ან რაიმე სხვა დოკუმენტის გარეშე. ამისთვის აუცილებელია:

  • იყოთ მინიმუმ 20 წლის;
  • დარეგისტრირდეთ ჩვენს ვებ-გვერდზე;
  • აირჩიოთ ფულის მიღების საშუალება;
  • მიუთითოთ სასურველი თანხა და ვადა;
  • გულმოდგინედ გაეცნოთ წესებსა და პირობებს;
  • დაეთანხმოთ ოფერტას მობილურზე მიღებული კოდით;
  • დაელოდოთ გადაწყვეტილებას.

solva გთავაზობთ თქვენზე მორგებულ, მოქნილ საპროცენტო განაკვეთს და საუკეთესო პირობებს. ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ თქვენი სესხის ლიმიტი პირველი კრედიტის აღებისთანავე 3000 ლარია. ასევე, დამტკიცებული კრედიტით სარგებლობა შეგიძლიათ როგორც პირადი ანგარიშიდან, ასევე ელექტრონული საფულიდან ან ნაღდი ფულის სახით.

რაც მთავარია, Solva -ს გამოყენება შეგიძლიათ საქართველოს ნებისმიერ კუთხეში, ინტერნეტით უზრუნველყოფილი ნებისმიერ მოწყობილობიდან.
ასე რომ, შექმნილი ფინანსური პრობლემების მოსაგვარებლად თამამად ეწვიეთ Solva -ს, დახარჯეთ ზუსტად იმდენივე დრო, რამდენიც ონლაინ მიკრო სესხის აღებისას გჭირდებათ, მიიღეთ 3000 ლარამდე თანხა და მოიხმარეთ საჭიროებისამებრ.

ჩვენ შესახებ

ყველაზე მაღალლიმიტიანი სწრაფი ონლაინ სესხი!

Solva საერთაშორისო სწრაფად მზარდი ჰოლდინგის, ID Finance-ის წევრი კომპანიაა. ID Finance გასცემს ონლაინ სესხებს არა მხოლოდ საქართველოში, არამედ ესპანეთში, რუსეთში, პოლონეთში, ბელორუსში, ყაზახეთსა და ბრაზილიაში.

Solva -ში თქვენ შეგიძლიათ, მიიღოთ 3000 ლარამდე ონლაინ კრედიტი სახლიდან გაუსვლელად, ყოველგვარი ხელფასის ცნობის, გირავნობის დამადასტურებელი მოწმობის ან რაიმე სხვა დოკუმენტის გარეშე.

Solva -ს სერვისით სარგებლობა შეუძლია საქართველოს ნებისმიერ 20 წლის ასაკს მიღწეულ მოქალაქეს.

ჩვენი მიზანია, შემოგთავაზოთ ონლაინ კრედიტი იმ შემთხვევაშიც კი, თუ თქვენთვის საჭირო თანხა ორჯერ აღემატება ბაზარზე არსებული მიკროსაფინანსო ორგანიზაციების ლიმიტს.

 

online sesxebi

ჩვენთან ონლაინ სესხის მიღება მარტივია

ონლაინ სესხით სარგებლობისთვის შეავსეთ სესხის განაცხადი სახლიდან გაუსვლელად ინტერნეტთან წვდომის მქონდე ნებისმიერი მოწყობილობიდან. განაცხადის შევსებისას დაგჭირდებათ მხოლოდ ისეთი ინფორმაცია, რომლის გასაცემადაც სხვადასხვა დოკუმენტების მოძიება არ მოგიწევთ. განაცხადის შევსებისა და განხილვის შემდეგ, დადებითი პასუხის შემთხვევაში, ისღა დაგრჩენიათ, მოულოდნელი პრობლემების მოგვარებას შეუდგეთ.


online sesxebi

ჩვენთან ონლაინ სესხის აღება სწრაფია

Solva ნამდვილად აკმაყოფილებს ონლაინ კრედიტის სისწრაფის სტანდარტებს. სესხის განაცხადის შევსებას დასჭირდება მხოლოდ ხუთი წუთი, ჩვენ კი მას შევსებიდან თხუთმეტი წუთის განმავლობაში განვიხილავთ.




online sesxebi

ჩვენ ყველგან ვართ

Solva -ს გამოყენება შეგიძლიათ საქართველოს ნებისმიერ კუთხეში, ინტერნეტით უზრუნველყოფილი ნებისმიერ მოწყობილობიდან. თქვენ უბრალოდ შეავსეთ განაცხადი და ჩვენ ნებისმიერ წერტილში გადმოგირიცხავთ თანხას პირად ანგარიშზე.


online sesxebi

ჩვენი პასუხისმგებლობა

ჩვენ ვზრუნავთ იმაზე, რომ სესხის გაცემის შემთხვევაში სწორად შევაფასოთ თქვენი გადახდისუნარიანობა. თუ თქვენ ნამდვილად გჭირდებათ ჩვენი დახმარება, ჩვენ მზად ვართ ვიყოთ ღირსეული თანამებრძოლი თქვენი ფინანსური პრობლემების მოგვარებაში! თუმცა პასუხისმგებლობა ცალმხრივი არ უნდა იყოს, სესხის აღების გადაწყვეტილება დაფიქრებულად უნდა მიიღოთ.

შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „SOLVA“-ის სესხების გაცემის და მომსახურების წესები.

წინამდებარე წესები შემუშავებულია შპს „სოლვა “-ს (შემდგომში_გამსესხებელი) და ფიზიკურ პირს, მსესხებელს (შემდგომში_მსესხებელი) შორის წარმოშობილი ურთიერთობის დარეგულირების მიზნით, სესხის გაცემასთან დაკავშირებით.

წესები მოიცავს უფლებების და მოვალეობების ჩამონათვალს სესხის ხელშეკრულების მიხედვით, აგრეთვე სესხის ხელშეკრულების პირობების სათანადო შესრულებისათვის საჭირო ინფორმაციას.

 

SOLVA – ხ

 

1. სახელშეკრულებო ტერმინთა განმარტება

1.1 გამსესხებელი – შპს “სოლვა” ს/კ 400180914, მის: ქ. თბილისი, ცოტნე დადიანის ქ. №7, სავაჭრო ცენტრი ქარვასლა, 1-ლი სართული, ოთახი ა106, ელექტონული ფოსტის მისამართი: info@solva.ge);

1.2 მსესხებელი – ფიზიკური პირი, რომელიც აკმაყოფილებს ამ ხელშეკრულების და მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და რომელზეც გამსესხებელი გასცემს სესხის თანხას ამავე ხელშეკრულების პირობების შესაბამისად;

1.3 სესხის ხელშეკრულება – გამსესხებელსა და მსესხებელს შორის ელექტრონული ან სტანდარტული წერილობითი/ზეპირი ფორმით დადებული ხელშეკრულება, რომელიც მოიცავს ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ, ასევე გამსესხებლის ინტერნეტ ვებგვერდზე განთავსებულ სახელშეკრულებო პირობებს და რომლის გაფორმებაზე ნების გამოვლენა მსესხებლის მიერ ხდება მისი შინაარსის გაცნობის შედეგად, ელექტრონული ფორმით, რაც ავტომატურად უთანაბრდება მსესხებლის ხელმოწერას და სამართლებრივი ურთიერთობის დამყარებას, ხოლო ამის შედეგად მსესხებელი იზღუდება მის მიერ ამ ფორმით გამოვლენილი ნებით.

1.4 შეთავაზება (მოწვევა ოფერტზე) – გამსესხებლის მიერ სესხის გაცემის პირობების საკუთარ ინტერნეტ ვებ-გვერდზე განთავსება, რომელიც არ წარმოშობს გამსესხებლის ვალდებულებას ხელშეკრულების დადებასთან დაკავშირებით;

1.5 სესხის გაცემის სახელშეკრულებო პირობები – გამსესხებლის ინტერნეტ ვებ-გვერდზე განთავსებული სესხის გაცემის სახელშეკრულებო პირობა, სესხის პაკეტის, თანხის ოდენობის, საპროცენტო სარგებელისა და ვადის შესაბამისად;

1.6 სესხის განაცხადი – გამსესხებლის მიერ საკუთარ ინტერნეტ ვებ-გვერდზე განთავსებული სააპლიკაციო ფორმა, რომელიც სხვა მონაცემებთან ერთად, შეიცავს მითითებას სესხის ოდენობისა და ვადის შესახებ და რომლის ელექტრონულად შევსება და დადასტურება წარმოადგენს მსესხებლის მიერ გამსესხებლისათვის გაკეთებულ ოფერტს წინამდებარე ხელშეკრულების გაფორმების შესახებ;

1.7 ოფერტი – მსესხებლის მიერ სესხის განაცხადის შევსება, რითაც დასტურდება მსესხებლის მიერ ამ ხელშეკრულების გაცნობის და გამსესხებლის მიერ შეთავაზებულ პირობებზე დათანხმების ფაქტი;

1.8 აქცეპტი – გამსესხებლის მიერ სესხის გაცემის შესახებ საპასუხო ნების გამოვლენა, რაც დასტურდება მსესხებლის მიერ მითითებულ ელექტონული ფოსტის მისამართზე სესხის არსებითი პირობების შესახებ ინფორმაციის გაგზავნითა და მსესხებლის საბანკო ანგარიშზე სესხის თანხის გადარიცხვით. სესხის ხელშეკრულება დადებულად ითვლება მსესხებლის საბანკო ანგარიშზე სესხის თანხის გადარიცხვის მომენტიდან;

1.9 ელექტრონული დასტური – გამსესხებლის ვებ გვერდზე www. solva .ge სესხის განაცხადის შევსება და ველის „ვადასტურებ, რომ გავეცანი www. solva .ge – ის ხელშეკრულებას და ვეთანხმები მას“ მონიშვნა;

1.10 სესხის თანხა – თანხა, რომელიც გაიცემა მსესხებელზე და ექვემდებარება ამ უკანასკნელის მიერ გამსესხებლისათვის დაბრუნებას წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული წესითა და პირობებით;

1.11 სესხის პაკეტი – გამსესხებლის ვებგვერდზე წარმოდგენილი კონკრეტული სესხის სახეობა, სესხის ვადის, დაფარვის გრაფიკის, ლიმიტირებული თანხის, საპროცენტო განაკვეთის და პირგასამტეხლოს ოდენობის მითითებით;

1.12 პროცენტი (საკომისიო) – სარგებელი, რომელიც ერიცხება სესხის თანხას და რომლის გამსესხებლისთვის გადახდის ვალდებულებაც მსესხებელს წარმოეშობა სესხის თანხის დაბრუნებასთან ერთად;

1.13 პირგასამტეხლო – მოთხოვნის უზრუნველყოფის დამატებითი საშუალება, რომელიც გამოიყენება მსესხებლის მიერ ვალდებულების ჯეროვნად შესრულების უზრუნველსაყოფად, მათ შორის ამ ხელშეკრულების 8.5. პუნქტის მიზნებისთვის და გადაიხდება მსესხებლის მიერ სესხის დაბრუნების ვადის გადაცილების ან ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევაში. ამასთან სესხის გადახდის ვადის გადაცილების შემთხვევაში მსესხებელს ეკისრება გადასახდელი თანხის 00% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, პირგასამტეხლოს გადახდა მსესხებელს არ ათავისუფლებს არსებული დავალიანების ძირითადი თანხის და მასზე დარიცხული სარგებლის გადახდისაგან. ამავე დროს მსესხებელი აცნობიერებს, რომ პირგასამტეხლოს დარიცხვის შემთხვევაში, ამ უკანასკნელის გადახდის მიზნებისათვის, შესაძლებელია საჭირო გახდეს დარიცხული თანხის კორექტირება დამრგვალებით. დამრგვალება განხორციელდება სტანდარტული მათემატიკური პრინციპით, 0,5 მეათედამდე, რაზეც მსესხებელი წინასწარ აცხადებს თანხმობას;

1.14 (ამოღებულია)

1.15 გამსესხებლის საბანკო ანგარიში – გამსესხებლის ანგარიშსწორების ანგარიში, რომელიც მითითებულია მის ინტერნეტ ვებ-გვერდზე;

1.16 მსესხებლის საბანკო ანგარიში – მსესხებლის ანგარიშსწორების ანგარიში, რომელიც მითითებულ იქნება მსესხებლის მიერ განაცხადში ან სხვა საბუთში, ან რომელზეც გადაირიცხება სესხის თანხა;

1.17 იდენტიფიკაცია – გამსესხებლის მიერ ინფორმაციის სხვა საშუალებით გადამოწმება, მათ შორის ტელეფონით, რომლის მიზანია მსესხებლისა და მისი ანგარიშსწორების ანგარიშის იდენტიფიკაცია (გადამოწმება);

1.18 მიმდინარე დავალიანება – მსესხებლის მიერ გამსესხებლის წინაშე შესასრულებელი ფულადი ვალდებულება კონკრეტულ დროის შუალედში, რომელიც მოიცავს დაბრუნებას დაქვემდებარებულ პირგასამტეხლოს, დარიცხულ პროცენტსა და სესხის თანხას, ასანაზღაურებელი ხარჯების ჩათვლით;

1.19 სესხის დაბრუნების თარიღი – სესხის დაბრუნების ვადის ბოლო დღე, როდესაც მსესხებელს წარმოეშობა აღებული სესხის უკან დაბრუნების ვალდებულება;

1.20 სესხის ვადა – გამსესხებლის ვებ-გვერდზე მითითებული სტანდარტული ვადებიდან ერთ-ერთი, რომელიც მსესხებლის მიერ სასესხო განაცხადის შევსებისას მითითებულია ვებგვერდზე და გამსესხებლის საპასუხო ნების გამოვლენით დადასტურებული;

1.21 გადავადება – გამსესხებლის თანხმობით სესხის ვადის გაგრძელება;

1.22 გამსესხებლის ვებგვერდი – www. solva .ge;

1.23 პერსონალური კოდი – მსესხებლისათვის გამსესხებლის მიერ მინიჭებული უნიკალური კოდი, რომელიც გამოიყენება მსესხებლის იდენტიფიცირებისათვის.

1.24 გაფრთხილება – გამსესხებელი აფრთხილებს მსესხებელს, რომ ბანკმა მსესხებლის მიერ თანხის ანგარიშიდან მოხსნის შემთხვევაში შეიძლება დაუკავოს საკომისიო.

1.25 გაანგარიშების მეთოდი – სესხის თანხაზე პროცენტის დარიცხვა იწყება თანხის გაგზავნიდან მომდევნო დღეს და გაანგარიშება გრძელდება 365/366 დღეზე.

2 Solva – ს საერთო დებულებები

2.1 სასესხო განაცხადის შევსებით მსესხებელი პირი ადასტურებს შემდეგს:

ა) არის ფიზიკური პირი 20-დან 65 წლამდე;

ბ) გააჩნია სრული (შეუზღუდავი) ქმედუნარიანობა, არ იმყოფება ნარკოტიკული, ალკოჰოლური, ფსიქოტროპული ან

ტოქსიკური პრეპარატების ზემოქმედების ქვეშ, არ იმყოფება შეცდომის, თაღლითობის, ზეწოლის, მუქარისა ან ნებისმიერი სხვა მართლსაწინააღმდეგო ზემოქმედების ქვეშ და არ წარმოადგენს ძალადობის, მუქარის, მოტყუების, შეცდომაში შეყვანისა თუ სხვა აკრძალული მოქმედების ობიექტს გამსესხებლის ან ნებისმიერი მესამე პირის მხრიდან, სრულად აცნობიერებს საკუთარი ნების გამოვლენის შინაარსს და მისგან გამომდინარე სამართლებრივ შედეგებს;

გ) აქვს მუდმივი საცხოვრებელი ადგილი საქართველოს ტერიტორიაზე და ითვლება საქართველოს რეზიდენტად საქართველოს საგადასახადო კოდექსის შესაბამისად;

დ) აქვს ან არა აქვს შეუსრულებელი ან ვადაგადაცილებული სასესხო ვალდებულებები გამსესხებლის ან/და ნებისმიერი მესამე პირის მიმართ;

ე) არ არის დარეგისტრირებული მოვალეთა რეესტრში;

ვ) არ გააჩნია უარყოფითი საკრედიტო ისტორია და არ არსებობს ისეთი ვალდებულებები, რომლებიც უარყოფითად აისახება მის გადახდისუნარიანობაზე;

ზ) გაეცნო ამ ხელშეკრულების პირობებს და ეს პირობები არის მისთვის მისაღები;

თ) მის მიერ წარმოდგენილი ყველა მონაცემი არის ზუსტი.

2.2 სასესხო განაცხადის შევსების შემდგომ სესხის გაცემამდე, ასევე მსესხებლის მიერ ამ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებ(ებ)ის შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში, მომსახურების გაწევის, მსესხებლის გადახდისუნარიანობის ან/და გამსესხებლის მიერ თავისი უფლებ(ებ)ის დაცვის მიზნებისთვის, გამსესხებელი უფლებამოსილია მოიძიოს/გადაამოწმოს მსესხებლის მიერ მითითებული ან მასთან დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაცია, მათ შორის: სამუშაო ადგილი, პოზიცია,  შემოსავლები, საცხოვრებელი მისამართი, ტელეფონის ნომერი, ელექტრონული ფოსტა, საიდენტიფიკაციო და სხვა პერსონალური მონაცემები. მსესხებელი აცნობიერებს, რომ მცდარი ინფორმაციის მიწოდება შესაძლოა გახდეს სესხის გაცემაზე უარის თქმის საფუძველი.

2.21 გამსესხებელი უფლებამოსილია ამ ხელშეკრულების 2.2. პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია გადაამოწმოს „კრედიტინფო საქართველოს“, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს და სხვა მონაცემთა ბაზებში, ასევე მსესხებლის მიერ მითითებულ საკონტაქტო პირებთან, დამსაქმებელთან/დამქირავებელთან უშუალოდ დაკავშირებით ან/და სხვა საშუალებით.

2.3 მსესხებელს უნდა გააჩნდეს აქტიური საბანკო ანგარიში საქართველოში მოქმედ ბანკებში.

3 სესხის განაცხადი და სესხის გაცემა Solva – ში

3.1 სესხის მისაღებად მსესხებელი გამსესხებლის ვებგვერდის გამოყენებით ავსებს სესხის განაცხადს, რომელშიც მითითებულია სასურველი სესხის ოდენობა და ვადა. სესხის განაცხადის შევსებით და ველის „ვადასტურებ, რომ გავეცანი www.solva.ge – ის ხელშეკრულებას და ვეთანხმები მას“ მონიშვნით მსესხებელი ადასტურებს, რომ გაეცნო წინამდებარე ხელშეკრულებისა და გამსესხებლის ვებგვერდზე განთავსებულ სახელშეკრულებო პირობებს, ეს პირობები მისთვის მისაღებია და იგი ავლენს სესხის ხელშეკრულების დადების ნებას ამ პირობებით (აკეთებს ოფერტს).

3.2 იდენტიფიკაციის დასრულების შემდგომ გამსესხებელი იღებს გადაწყვეტილებას სესხის გაცემის თაობაზე. გამსესხებელი უფლებამოსილია, უარი თქვას სესხის გაცემაზე და აცნობოს ამის შესახებ მსესხებელს. გამსესხებელი არ არის ვალდებული დაასაბუთოს სესხის გაცემაზე უარის მიზეზ(ებ)ი.

3.3 გამსესხებელი, სესხის გაცემის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას, მსესხებელს, მის მიერ მითითებული ელექტრონული ფოსტის მისამართზე უგზავნის ინფორმაციას სესხის არსებითი პირობების შესახებ და ახდენს სესხის თანხის მსესხებლის ანგარიშზე გადარიცხვას. გადარიცხვის მომენტიდან სესხი გაცემულად ითვლება.

3.4 მსესხებლის ანგარიშზე სესხის თანხის გადარიცხვას ახორციელებს შპს „იუნიფეი“ (ს/ნ 401953999). გადარიცხვის ან შპს „იუნიფეი“-ს სალაროდან ნაღდი ფულის სახით, თანხის აღების მომენტიდან სესხი ითვლება გაცემულად.

3.5 მსესხებელს უფლება აქვს გამოიყენოს სესხი ნებისმიერი კანონიერი მიზნისათვის.

3.6 გამსესხებელი უფლებას იტოვებს, ცალმხრივად მოახდინოს პროცენტის შემცირება (დაგეგმილი აქციების ან სხვაგვარი სარეკლამო აქტივობების პერიოდში) და აღნიშნული ცვლილება არ საჭიროებს მხარეთა შორის დამატებით შეთანხმებას.

4 Solva – ს გადახდის პირობები

4.1 სესხის თანხა და პროცენტი გადაიხდება სესხის ვადის ბოლო დღეს.

4.2 გადახდები ხორციელდება გამსესხებლის საბანკო ანგარიშზე თანხის ჩარიცხვის გზით შესაბამისი დანიშნულების მითითებით. მსესხებლის ვალდებულებები შესრულებულად ითვლება გამსესხებლის საბანკო ანგარიშზე თანხის ჩარიცხვის მომენტიდან.

4.3 გადახდები ხდება სესხის თანხის ვალუტაში. სხვა ვალუტაში თანხის ჩარიცხვის შემთხვევაში მსესხებლის ვალდებულება გამსესხებლის წინაშე შესრულებულად არ ჩაითვლება, ხოლო განსხვავებულ ვალუტაში ჩარიცხული თანხა უკან დაუბრუნდება მსესხებელს, გადარიცხვასთან/უკან დაბრუნებასთან დაკავშირებული საბანკო ხარჯების გამოკლებით. ამასთან, დაუშვებელია გამსესხებლისთვის აღნიშნულ თანხაზე გამსესხებლის მფლობელობაში ყოფნის გამო რაიმე სახის სარგებლის მოთხოვნა.

4.4 მსესხებლის იდენტიფიცირების მიზნით, მსესხებელი ვალდებულია, უზრუნველყოს თანხის შეტანის დანიშნულებაში მსესხებლის სახელის, გვარის და მსესხებლისთვის მინიჭებული ხელშეკრულების ნომრის მითითება.

4.5 თუ გამსესხებელი იღებს გადახდას, რომლის ამოცნობა შეუძლებელია, ამოცნობის მომენტამდე მსესხებლის ვალდებულება გამსესხებლის წინაშე შესრულებულად არ ჩაითვლება და გამსესხებელი უფლებამოსილია მსესხებელს დააკისროს პირგასამტეხლო ამ ხელშეკრულების შესაბამისად.

4.6 მსესხებლის მიერ გადახდილი თანხებით პირველ რიგში იფარება დარიცხული პირგასამტეხლო, პროცენტი, ასანაზღაურებელი ხარჯები და ბოლოს სესხის თანხა. თუ გადახდილი თანხები საკმარისი არ არის პროცენტისა და სესხის თანხის დასაფარად, შეუსრულებელ ნაწილში გრძელდება პირგასამტეხლოს დაკისრება და მსესხებელი წინასწარ აცხადებს თანხმობას სესხის დაფარვის ზემოაღნიშნულ რიგითობაზე.

4.7 სესხი დაფარულად ჩაითვლება და სასესხო ურთიერთობა წყდება (ვალდებულების შესრულებით) გამსესხებლის საბანკო ანგარიშზე სესხის თანხის, მასზე დარიცხული პროცენტის, პირგასამტეხლოსა და ასანაზღაურებელი ხარჯების შესაბამისი თანხის (არსებობის შემთხვევაში) სრულად ჩარიცხვის შემთხვევაში. თანხის ნაწილობრივი გადახდა არ ითვლება ვალდებულების შესრულებად და შეუსრულებელ ნაწილში გრძელდება პირგასამტეხლოს დარიცხვა.

4.8 მსესხებელი უფლებამოსილია მოახდინოს სესხის ვადამდე სრულად დაფარვა. სესხის ვადამდე სრულად დაფარვის შემთხვევაში მსესხებელი იხდის სესხის თანხას და გამსესხებლის მიერ დადგენილი მინიმალური ვადის პროცენტს. მსესხებელი არ არის ვალდებული აცნობოს გამსესხებელს წერილობით ან სხვა ფორმით სესხის ვადაზე ადრე დაფარვის შესახებ. ასეთი გადახდა ადასტურებს მსესხებლის სურვილს, განახორციელოს მთლიანი გადახდა ვადაზე ადრე.

4.9 სესხის თანხის გადახდა შესაძლებელია:

ა) გამსესხებლის საბანკო ანგარიშზე თანხის ჩარიცხვის გზით;

ბ) მსესხებლის საბანკო ბარათის მეშვეობით, ინტერნეტ ექვაირინგის სისტემის გამოყენებით;

გ) PAY BOX-ის სწრაფი გადახდის აპარატების მეშვეობით.

4.10 მსესხებელი თანხმობას აცხადებს, სესხის ამ ხელშეკრულების საფუძველზეწარმოშობილი ვალდებულების შესასრულებლად, ვადამოსული დავალიანების ფარგლებში, სესხის თანხის დაფარვა მოხდეს მსესხებლის საბანკო ანგარიშიდან, უაქცეპტო წესით თანხის ჩამოჭრის გზით.

5 Solva – ს ხელშეკრულების შეწყვეტა მსესხებლის ინიციატივით

5.1 მსესხებელი უფლებამოსილია შეწყვიტოს ხელშეკრულება მისი ძალაში შესვლიდან 1 დღის განმავლობაში თანხის მის ანგარიშზე ჩარიცხვის მომენტამდე, გამსესხებლის ელექტრონულ ფოსტაზე ან ტელეფონის მეშვეობით შეტყობინების გაგზავნით.

5.2 მსესხებელი ვალდებულია ხელშეკრულების შეწყვეტის შეტყობინებაში მიუთითოს შემდეგი ინფორმაცია:

ა) გამსესხებლის სახელწოდება და იურიდიული მისამართი;

ბ) სასესხო ხელშეკრულების ნომერი;

გ) ინფორმაცია ხელშეკრულების შეწყვეტისა და სესხის ვადაზე ადრე დაფარვის შესახებ;

დ) განცხადების შედგენის დრო და ადგილი;

ე) მსესხებლის სახელი და გვარი გარკვევით, ხელმოწერა.

5.3 (ამოღებულია)

6 Solva – ს სესხის ვადის გადავადება

6.1 მსესხებელს აქვს სესხის ვადის გადავადების შეთავაზების უფლება, ხოლო გამსესხებელს კი გააჩნია შესაბამისი უფლება მიიღოს ან უარყოს მსესხებლის აღნიშნული შეთავაზება. სესხის ვადის გადავადება შესაძლებელია.

6.2 გამსესხებელი არ არის ვალდებული დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება სესხის ვადის გადავადებაზე უარის თქმის შესახებ.

6.3 გამსესხებელი უფლებამოსილია საკუთარი შეხედულებისამებრ მსესხებელს შესთავაზოს სესხის დაფარვის ე.წ. ინდივიდუალური გრაფიკი. იმ შემთხვევაში, თუ მსესხებელი და გამსესხებელი თანხმდებიან შედგენილ გრაფიკზე, ამ უკანასკნელის გადახდის მიზნებისათვის, შესაძლებელია საჭირო გახდეს გრაფიკის შედგენის საფასურის კორექტირება დამრგვალებით. დამრგვალება განხორციელდება სტანდარტული მათემატიკური პრინციპით, რაზეც მსესხებელი წინასწარ აცხადებს თანხმობას; ყოველგვარი გაუგებრობის თავიდან აცილების მიზნით აქვე დაზუსტებულია, რომ ინდივიდუალური გრაფიკის შემოთავაზება წარმოადგენს გამსესხებლის დისკრეციულ უფლებას და არა ვალდებულებას და მსესხებელს არ შეუძლია მოსთხოვოს გამსესხებელს ასეთი უფლების განხორციელება.

6.4 მსესხებლის მიერ ‘’ელექტრონული დასტურის“ გაცემა არ არის აუცილებელი, თუ მხარეები შეთანხმდებიან სესხის ვადის გადავადებაზე.

6.5 სესხის ვადის გადავადების შემთხვევაში მოქმედებს ამ ხელშეკრულებით პირველადი სესხისათვის გათვალისწინებული პირობები, ამასთან მსესხებელს შესაძლოა დაეკისროს გამსესხებლის მიერ განსაზღვრული სესხის გადავადების საკომისიოს გადახდა.

7 სხვა ახალი სესხის მიღება

7.1 მიმდინარე სესხის ბოლომდე დაფარვის შემდგომ მსესხებელს აქვს გამსესხებლის ვებგვერდზე მოცემული სხვა (ახალი) სესხის მიღების შესაძლებლობა, ასეთ შემთხვევაში გამსესხებელი არ საჭიროებს მსესხებლის განმეორებით თანხმობას ამ ხელშეკრულების 2.2 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის მოძიებისათვის.

7.2 ახალი სასესხო განაცხადის შევსებით მსესხებელი ეთანხმება სასესხო განაცხადის შევსების დღეს ვებ-გვერდზე არსებულ პირობებს და აცნობიერებს, რომ ყველა შემდგომ აღებულ სესხზე გავრცელდება წინამდებარე ხელშეკრულების დებულებები.

8 პასუხისმგებლობა

8.1 ხელშეკრულებით განსაზღვრული ვალდებულებების დარღვევა იწვევს წინამდებარე ხელშეკრულებითა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას.

8.2 მსესხებელი ვალდებულია შეასრულოს ხელშეკრულებაში მოცემული ყველა პირობა და სრულიად აცნობიერებს გადახდების შეყოვნებასთან დაკავშირებულ შედეგებს.

8.3 მსესხებელი პასუხს აგებს გამსესხებლის წინაშე ხელშეკრულებაში მოცემული ინფორმაციის სიზუსტეზე და სისრულეზე, ვებ-გვერდზე დარეგისტრირებისას მითითებული ინფორმაციის სიზუსტეზე, ყველა იმ ინფორმაციის სიზუსტეზე, რომელიც მან გამსესხებელს მიაწოდა ხელშეკრულების დადებისას, დადებამდე ან დადების შემდგომ.

8.4 სესხის გადახდის ვადის გადაცილების შემთხვევაში, სესხზე დარიცხული საპროცენტო განაკვეთი შეადგენს 00%–ს, ასევე გამსესხებელი უფლებამოსილია მსესხებელს დაარიცხოს დაგვიანებული თანხის 3.00% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. ვადის გადაცილებისათვის დაკისრებული თანხის გადახდა არ ათავისუფლებს მსესხებელს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სესხის დაფარვის ვალდებულებებისაგან.

8.5 მსესხებლის მიერ ორხ დღემდე სესხის ვადის გადაცილება იწვევს მსესხებლზე ერთჯერადად პირგასამტეხლოს დარიცხვას 50 ლარის ოდენობით, ხოლო თოთხმეტ დღემდე სესხის ვადის გადაცილების შემთხვევაში, მსესხებელს დამატებით დაერიცხება პირგასამტეხლო 150 ლარის ოდენობით.

8.6 გამსესხებლის წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე მსესხებელი ვალდებულიაწარუდგინოს სხვა მომსახურე ბანკს (ასეთის არსებობისას) გადახდის დავალება მისი ანგარიშიდან სესხის ვადამოსული თანხის დავალიანების დასაფარად გადარიცხვის შესახებ.

9 ინფორმაციის ხელმისაწვდომობა

9.1 გამსესხებელი მისი კანონიერი ინტერესის დაცვის, მომსახურების გაწევის, მის მიმართ არსებული ვალდებულებების აღრიცხვის და შესრულების უზრუნველყოფის მიზნებისთვის უფლებამოსილია დაამუშავოს მსესხებლის მონაცემები (შეგროვება, შენახვა, შეყვანა, დარეგისტრირება, გადაცემა და სხვა), კერძოდ: სახელი; გვარი; პირადი ნომერი; დაბადების თარიღი; მისამართი; ელექტრონული ფოსტის მისამართი; ტელეფონის ნომერი; საკონტაქტო ინფორმაცია; სასესხო განაცხადის/რეგისტრაციის გაკეთებისას დაფიქსირებული IP მისამართი;  სამუშაო ადგილი; პოზიცია; ანაზღაურება; საბანკო ანგარიშის ნომერი; საკრედიტო ისტორია; სასესხო განაცხადები და სხვა ინფორმაცია, რომელიც მსესხებელმა სარეგისტრაციო ან/და სასესხო განაცხადის ველში შეავსო ან დაფიქსირდა, ასევე ინფორმაცია რომელიც მსესხებელმა სხვა ფორმით მიაწოდა გამსესხებელს ან რომელიც გამსესხებლისთვის ცნობილი გახდა. გამსესხებელი უფლებამოსილია აღნიშნული ინფორმაცია გადასცეს მესამე პირს და მიიღოს მისგან  მსესხებელზე ინფორმაცია.

9.11 გამსესხებლისთვის მსესხებლის მიერ სარეგისტრაციო ფორმის შევსებით,   სასესხო განაცხადით, სატელეფონო საუბრით, ელექტრონული ფოსტით ან სხვა ნებისმიერი ფორმით ინფორმაციის მიწოდება განიხილება, როგორც მსესხებლის თანხმობა ამ მონაცემების  გამსესხებლის მხრიდან დამუშავების თაობაზე.

9.2 ამ ხელშეკრულებით მსესხებელი გამსესხებელს ანიჭებს უპირობო უფლებას მსესხებლის შესახებ ინფორმაცია მსესხებელთან დამატებითი შეთანხმების გარეშე გადასცეს სს „კრედიტ ინფო საქართველოს“ (რეგისტრირებული მთაწმინდა-კრწანისის რაიონული სასამართლოს მიერ 2005 წ. 14 თებერვალს, რეგისტრაციის #06/5-51), რაც იწვევს მსესხებლის აღრიცხვას სს „კრედიტ ინფო საქართველოს“ მონაცემთა ბაზაში, რომლის მიზანია ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე მონაცემთა შეგროვება, დამუშავება და გავრცელება, რომელიც დაკავშირებულია გადაუხდელი სესხებისა და სხვა შეუსრულებელი/ვადაგადაცილებული ფულადი ვალდებულებების სტატუსთან და ასევე ინფორმაციის შეგროვება, დამუშავება და გავრცელება ფიზიკური და იურიდიული პირების მიმდინარე და გადახდილი სესხების/ვალდებულებების შესახებ.

9.3 გადასაცემი ინფორმაცია, ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე, მოიცავს: მსესხებლის საიდენტიფიკაციო მონაცემებს, მიმდინარე სესხის/ვალდებულების მოცულობას, მიზნობრიობას, დარიცხულ პროცენტს, მოქმედების ვადას, მსესხებლის მიერ სესხთან/ფინანსურ ვალდებულებასთან დაკავშირებული გადახდების დროულობას, დავალიანების ნაშთს, ხოლო სასამართლო დავის არსებობის შემთხვევაში – სასამართლო სამართალწარმოების და სააღსრულებო წარმოების შედეგებს.

9.4 ამ ხელშეკრულებით მსესხებელი აცხადებს უპირობო თანხმობას, რომ სს „კრედიტინფო საქართველომ“ გადასცეს გამსესხებლის მიერ მიწოდებული მსესხებელთან დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაცია იმ პირებს, რომლებთანაც სს „კრედიტინფო საქართველოს“ დადებული აქვს ურთიერთთანამშრომლობის ხელშეკრულება აღნიშნული ხასიათის მონაცემების გადაცემასთან დაკავშირებით.

9.5 გამსესხებელი უფლებამოსილია მომსახურების გაწევის და გაუმჯობესების მიზნებისთვის, მსესხებლის ინფორმაცია გადასცეს სწრაფი გადახდების და გადახდების ან მომსახურების განხორცილების სხვა საშუალებებს.

9.6 მსესხებელი თანხმობას აცხადებს გამსესხებლის მიერ პირდაპირი მარკეტინგის მიზნებისთვის დამუშავდეს მისი მონაცემები, კერძოდ: სახელი; გვარი; სქესი; პირადი  ნომერი; დაბადების თარიღი; ასაკი; მისამართი; გამსესხებლის საიტზე რეგისტრაციის დრო; საკონტაქტო ინფორმაცია;  სასესხო განაცხადის/რეგისტრაციის გაკეთებისას დაფიქსირებული IP მისამართი;  გაკეთებული სასესხო განაცხადები; საკრედიტო ისტორია; სესხის აღების და დაფარვის თარიღი; სამუშაო ადგილი; პოზიცია; შემოსავალი; ტელეფონის ნომერი; ელექტრონული ფოსტის მისამართი და სხვა ინფორმაცია, რომელიც მსესხებელმა სარეგისტრაციო ან/და სასესხო განაცხადის ველში შეავსო ან დაფიქსირდა, ასევე ინფორმაცია რომელიც მსესხებელმა სხვა ფორმით მიაწოდა გამსესხებელს ან რომელიც გამსესხებლისთვის ცნობილი გახდა.

10 Solva – ს  ხელშეკრულების შეწყვეტა

10.1 გამსესხებელს შეუძლია ცალმხრივად შეწყვიტოს ხელშეკრულება შემდეგ შემთხვევებში:

ა) მსესხებელი აგვიანებს გადახდას 15 დღეზე მეტ ხანს;

ბ) გამსესხებლისათვის ცნობილი ხდება, რომ მსესხებლის მიმართ მიმდინარეობს სამართალწარმოება, რომლის შესაბამისად მსესხებელს შესაძლებელია დაეკისროს მატერიალური ხასიათის ვალდებულება, რომლის მოცულობაც აღემატება გაცემული სესხის თანხას, ან მსესხებელი მოხვდა მოვალეთა რეესტრში და მისი ვალი აღემატება სესხის თანხას ან/და მსესხებელი დაპატიმრებულია; გ) გამსესხებლისათვის ცნობილი ხდება, რომ ხელშეკრულების დადებისას მსესხებელმა მას მიაწოდა არასწორი ინფორმაცია;

დ) მსესხებელი გახდა გადახდისუუნარო.

ე) გაუარესდა მსესხებლის ქონებრივი მდგომარეობა, რითაც საფრთხე შეიძლება შეექმნას სესხისა და დარიცხული სარგებლის დაბრუნების/ანაზღაურების მოთხოვნას გამსესხებლის მიმართ.

10.2 ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაში მსესხებელი ვალდებულია პირველი მოთხოვნისთანავე გადაიხადოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული ყველა გადასახდელი თანხა, დარიცხული პროცენტისა და არსებობის შემთხვევაში, პირგასამტეხლოს ჩათვლით.

11 Solva – ს შეტყობინება

11.1 წინამდებარე ხელშეკრულებიდან გამომდინარე შეტყობინება მსესხებელს შესაძლოა გაეგზავნოს:

ა) მის მიერ მითითებულ მისამართზე;

ბ) ელექტრონული ფოსტის მისამართზე;

გ) მობილურ ტელეფონზე მოკლე ტექსტური შეტყობინების (SMS) სახით.

11.2 თუ იცვლება მსესხებლის მიერ მითითებული ანგარიში ან ხელშეკრულებაში მითითებული ნებისმიერი ინფორმაცია, მათ შორის საკონტაქტო მონაცემები, მსესხებელი ვალდებულია დაუყოვნებლივ აცნობოს ამის შესახებ გამსესხებელს და მიაწოდოს ყველა შეცვლილი ინფორმაცია. საკონტაქტო მონაცემების ცვლილების შესახებ ინფორმაციის მიუწოდებლობის შემთხვევაში ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მსესხებლის საკონტაქტო მონაცემებზე გაგზავნილი შეტყობინება ჩაითვლება მსესხებლის მიერ მიღებულად.

12 უფლებამონაცვლეობა

12.1 გამსესხებელი უფლებამოსილია, მსესხებლის თანხმობის გარეშე, ამ ხელშეკრულებიდან გამომდინარე უფლებები და მოთხოვნები მთლიანად ან ნაწილობრივ გადასცეს სხვა მესამე პირ(ებ)ს.

12.11 მესამე პირებს, ამ ხელშეკრულების 12.1. პუნქტის შესაბამისად შესაძლოა გადაეცეთ მსესხებლის პირადი მონაცემები, მათ შორის : სახელი; გვარი; პირადი ნომერი; დაბადების თარიღი;  მისამართი; ელექტრონული ფოსტის მისამართი; ტელეფონის ნომერი; საკონტაქტო ინფორმაცია; სამუშაო ადგილი; პოზიცია; ანაზღაურება; საბანკო ანგარიშის ნომერი; საკრედიტო ისტორია; სასესხო განაცხადები და სხვა ინფორმაცია, რომელიც მსესხებელმა სარეგისტრაციო ან/და სასესხო განაცხადის ველში შეავსო ან დაფიქსირდა, ასევე ინფორმაცია რომელიც მსესხებელმა სხვა ფორმით მიაწოდა გამსესხებელს ან რომელიც გამსესხებლისთვის ცნობილი გახდა.

12.2 მსესხებელი, გამსესხებლის წერილობითი თანხმობის გარეშე, არ არის უფლებამოსილი ამ ხელშეკრულებიდან გამომდინარე უფლებები და მოთხოვნები გადასცეს ან ვალდებულებები გადააკისროს სხვა პირს.

12.3 ხელშეკრულებით გათვალისწინებული ყველა უფლება-მოვალეობა ვრცელდება ორივე მხარის უფლებამონაცვლეებზე.

13 დავების გადაწყვეტა

13.1 ხელშეკრულებიდან გამომდინარე ყველა დავა გადაიჭრება ურთიერთშეთანხმებით.

13.2 შეთანხმების მიუღწევლობის შემთხვევაში, გამსესხებელი უფლებამოსილია მიმართოს აღსრულების ეროვნულ ბიუროს გამარტივებული სამართალწარმოების წესით გადახდის ბრძანების მისაღებად და მსესხებელი წინასწარ აცხადებს უარს პროტესტის წარდგენაზე აღსრულებაში და მისი ყველა სახის შესაგებელი სადაო საკითხებთან დაკავშირებით განიხილება აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ. გამსესხებელი ასევე უფლებამოსილია დავის განსახილველად მიმართოს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას, რომლის მიერ მიღებული გადაწყვეტილება ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ემუხლის 11 ნაწილის საფუძველზე.

13.3 იმ შემთხვევაში, თუ მსესხებელი არღვევს ამ ხელშეკრულებით ნაკისრვალდებულებებს სესხის დროულად დაფარვასთან მიმართებაში, გამსესხებელი იტოვებს უპირობო უფლებას მსესხებლის შესახებ ან/და მსესხებელთან დაკავშირებული გამსესხებლისათვის ცნობილი ნებისმიერი სახის ინფორმაცია გადასცეს დავალიანებების ამომღებ სპეციალიზირებულ კერძო იურიდიულ პირ(ებ)ს, არსებული დავალიანების ამოღების მიზნებისათვის.

14 სხვა პირობები

14.1 დაგვიანებული თანხის ამოღების შემთხვევაში ამოღების ხარჯებს ფარავს მსესხებელი, რაზეც მსესხებელი არის თანახმა. გამსესხებელი უფლებამოსილია მსესხებელზე ინფორმაცია გადასცეს სხვა კრედიტორებს, მათი უფლებების დასაცავად.

14.2 ეს ხელშეკრულება ეყრდნობა მხარეებს შორის მიღწეულ სრულ ურთიერთგაგებას და ვერანაირი დაპირება, პირობა, თუ მოვალეობა, იქნება ის წერილობითი თუ ზეპირი ფორმით, ვერანაირ ზეგავლენას ვერ მოახდენს წინამდებარე ხელშეკრულების საგანზე;

14.3 ხელშეკრულების ყველა შესაძლო დანართი შეადგენს ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს და მათი განმარტება და აღსრულება წარმოებს ამ ხელშეკრულების ყველა დანარჩენ პირობასთან ერთად;

14.4 ამ ხელშეკრულებაში ცვლილებები და/ან დამატებები შესაძლებელია შევიდეს მხოლოდ წერილობით, ორივე მხარის შეთანხმებით;

14.5 ხელმომწერი მხარეები ადასტურებენ, რომ ამ ხელშეკრულების ხელმოწერით ისინი მოქმედებენ მხოლოდ საკუთარი სახელით, გარიგების პირობები შეესაბამება მათი თავისუფალი ნების გამოვლენას და ემსახურება იმ მიზანს, რომ სახელშეკრულებო ავტონომიის ფარგლებში დაარეგულირონ მოცემული სამართლებრივი ურთიერთობანი;

14.6 მსესხებელი უფლებამოსილია, მიმართოს გამსესხებელს და მიიღოს გამსესხებლის ხელმოწერით დადასტურებული ხელშეკრულებაც.

SOLVA – პერსონალური მონაცემების დამუშავების და დაცვის პოლიტიკა

შესავალი

კომპანია სოლვას პოლიტიკა პერსონალური მონაცემების დამუშავების და დაცვის საკითხში (შემდგომში – პოლიტიკა) განსაზღვრავს„სოლვა“-ს პერსონალური მონაცემების საინფორმაციო სისტემაში დამუშავებული პერსონალური მონაცემების დაცვის სტრატეგიას და აყალიბებს პერსონალური მონაცემების ძირითად პრინციპებს და მექანიზმებს.

პოლიტიკა არის კომპანია სოლვას ძირითადი მმართველი დოკუმენტი, რომელიც განსაზღვრავს პერსონალური მონაცემების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად წაყენებულ მოთხოვნებს.

პერსონალური მონაცემების უსაფრთხოების მიღწევა შესაძლებელია პერსონალურ მონაცემებზე არასანქციონირებული, მათ შორის შემთხვევითი, ხელმისაწვდომობის გამორიცხვით, რომლის შესაძლო შედეგებია პერსონალური მონაცემების განადგურება, შეცვლა, ბლოკირება, კოპირება, გავრცელება.

პერსონალური მონაცემების უსაფრთხოების უზრუნველყოფა მათი საინფორმაციო სისტემაში დამუშავების დროს ხორციელდება პერსონალური მონაცემების დაცვის სისტემის დახმარებით, რომელიც მოიცავს საორგანიზაციო ზომებს და ინფორმაციის დაცვის საშუალებებს, აგრეთვე საინფორმაციო ტექნოლოგიებს, რომლებსაც იყენებენ საიფორმაციო სისტემაში. ტექნიკური და პროგრამული საშუალებები უნდა აკმაყოფილებდნენ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს, რომლებიც უზრუნველყოფენ ინფორმაციის დაცვას.

1. ზოგადი დებულებები

1.1. პოლიტიკის გამოყენების მიზანი და სფერო პოლიტიკის მიზანია პერსონალური მონაცემების უსაფრთხოების უზრუნველყოფა, აგრეთვე ნორმატიული სამართლებრივი აქტების და სხვა დოკუმენტების დებულებების რეალიზაცია პერსონალური მონაცემების დაცვის საკითხში. პერსონალური მონაცემების უსაფრთხოების უზრუნველყოფის ძირითადი მიზანია:

• პერსონალური მონაცემების (ფიზიკური პირების) სუბიექტის უფლების დარღვევის თავიდან აცილება იმ ინფორმაციის კონფიდენციალობის დასაცავად, რომლის დამუშავება ხდება კომპანია სოლვას პერსონალური მონაცემების საინფორმაციო სისტემაში;

• პერსონალური მონაცემების იმ ინფორმაციის დამახინჯების ან არასანქციონირებული მოდიფიკაციის თავიდან აცილება, რომლის დამუშავება ხდება კომპანია სოლვას პერსონალური მონაცემების საინფორმაციო სისტემაში;

• პერსონალური მონაცემების ინფორმაციის მიმართ არასანქციონირებული ქმედებების თავიდან აცილება. ამ პოლიტიკის მოთხოვნები აუცილებელია კომპანია სოლვას ყველა თანამშრომლისთვის გავრცელდება:

• კომპანია სოლვას ავტომატიზირებულ სისტემებზე;

• ტელეკომუნიკაციის საშუალებებზე;

• საინფორმაციო რესურსებზე და ინფორმაციის მატარებლებეზე;

კომპანია სოლვას შიდა დოკუმენტები,რომლებშიც მოცემულ დოკუმენტში განხილული საკითხებია შესული, უნდა დამუშავდეს პოლიტიკის დებულებების გათვალისწინებით და არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს მათ.

წინამდებარე დოკუმენტი არის საზოგადოების ლოკალური ნორმატიული აქტი და ძალაში შედის დამტკიცების შესახებ ბრძანებაზე კომპანია სოლვას გენერალური დირექტორის ხელის მოწერის მომენტიდან .

1.2. პერსონალური მონაცემების დამუშავების პრინციპები

პერსონალური მონაცემების დამუშავება ხორციელდება პრინციპების საფუძველზე:

1.2.1 პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზნების და მეთოდების კანონიერება და კეთილსინდისიერება;

1.2.2 პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზნების შესაბამისობა წინასწარ განსაზღვრულ და განცხადებულ მიზნებთან პერსონალური მონაცემების შეგროვების დროს, აგრეთვე საზოგადოების უფლებამოსილებებთან;

1.2.3 დამუშავებული პერსონალური მონაცემების მოცულობის და ხასიათის შესაბამისობა,პერსონალური მონაცემების დამუშავების მეთოდების შესაბამისობა პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზნებთან;

1.2.4 პერსონალური მონაცემების უტყუარობა, მათი საკმარისობა დამუშავების მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების შეგროვების დროს განცხადებულ მიზნებთან მიმართებაში გადაჭარბებული პერსონალური მონაცემების დამუშავების დაუშვებლობა;

1.2.5 შეუთავსებელი მიზნებისათვის შექმნილი პერსონალური მონაცემების საინფორმაციო სისტემების მონაცემთა ბაზის გაერთიანების დაუშვებლობა.

1.3. პერსონალური მონაცემების დამუშავების მეთოდები.

საზოგადოებას შეუძლია განახორციელოს პერსონალური მონაცემების დამუშავება ავტომატიზაციის საშუალებების გამოყენებით, აგრეთვე ასეთი საშუალებების გამოყენების გარეშე.

2. პერსონალური მონაცემების სუბიექტები

საზოგადოებას (პერსონალური მონაცემების ოპერატორს) შეუძლია განახორციელოს პერსონალური მონაცემების სუბიექტების შემდეგი კატეგორიის პერსონალური მონაცემების დამუშავება:

• საზოგადოების კლიენტები.

2.1. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზნები

საზოგადოების კლიენტის გადახდისუნარიანობის შეფასება საზოგადოების კლიენტისთვის (მსესხებლისთვის) სესხის გაცემამდე.

2.2. დამუშავებული პერსონალური მონაცემების ჩამონათვალი

1. გვარი, სახელი, მამის სახელი

2. სქესი

3. ოჯახური მდგომარეობა, ბავშვების რაოდენობა

4. კმაყოფაზე მყოფი პირები

5. დაბადების თარიღი და ადგილი

6. საპასპორტო მონაცემები

7. რეგისტრაციის მისამართი

8. ფაქტიური მისამართი

9. საცხვორებელი ფართის საკუთრებაში არსებობა, მისამართი

10. საკონტაქტო ტელეფონის ნომრები

11. ელექტრონული ფოსტა

12. განათლების დონე

13. საქმიანობის სტატუსი (ზოგადად)

14. თვიური შემოსავლის დონე

15. IP მისამართი, რომლის დახმარებით ხორციელდება Solva.ge –ზე შესვლა

2.3. პერსონალური მონაცემების შენახვის ვადები

პერსონალური მონაცემების დამუშავება იწყება პერსონალური მონაცემების საინფორმაციო სისტემაში მათი მიღების მომენტიდან და მთავრდება:

• პერსონალურ მონაცემებზე მიმართული არამართლზომიერი ქმედებების გამოვლენის შემთხვევაში სამი სამუშაო დღის ვადაში ასეთი გამოვლენის მომენტიდან,საზოგადოება ასრულებს დაშვებული დარღვევის აღმოფხვრას . სამი სამუშაო დღის ვადაში პერსონალურ მონაცემებზე მიმართული არამართლზომიერი ქმედებების გამოვლენის მომენტიდან დაშვებული დარღვევების აღმოფხვრის შეუსრულებლობის შემთხვევაში, ანადგურებს პერსონალურ მონაცემებს. დაშვებული დარღვევების აღმოფხვრის და პერსონალური მონაცემების განადგურების შესახებ საზოგადოება ატყობინებს პერსონალური მონაცემების სუბიექტს ან მის კანონიერ წარმომადგენელს , ხოლო თუ მიმართვა ან მოთხოვნა პერსონალური მონაცემების სუბიექტების უფლებების დაცვაზე უფლებამოსილი ორგანოს მიერ იყო გაგზავნილი, საზოგადოება აღნიშნულ ორგანოსაც აცნობებს;

• პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზნების მიღწევის შემთხვევაში, საზოგადოება დაუყოვნებლივ წყვეტს პერსონალური მონაცემების დამუშავებას და ანადგურებს შესაბამის პერსონალურ მონაცემებს სამი სამუშაო დღის ვადაში პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზნის მიღწევის თარიღიდან , და , აცნობებს ამის შესახებ პერსონალური მონაცემების სუბიექტს ან მის კანონიერ წარმომადგენელს, ხოლო თუ მიმართვა ან მოთხოვნა პერსონალური მონაცემების სუბიექტების უფლებების დაცვაზე უფლებამოსილი ორგანოს მიერ იყო გაგზავნილი, საზოგადოება აღნიშნულ ორგანოსაც აცნობებს;

• სუბიექტის მიერ თავისი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე პერსონალური მონაცემების თანხმობის უკან გამოხმობის შემთხვევაში, საზოგადოება წყვეტს პერსონალური მონაცემების დამუშავებას და ანადგურებს შესაბამის პერსონალურ მონაცემებს სამი სამუშაო დღის ვადაში აღნიშნული გამოხმობის მიღების დღიდან . პერსონალური მონაცემების განადგურების შესახებ საზოგადოება აცნობებს პერსონალური მონაცემების სუბიექტს.

• საზოგადოების საქმიანობის შეწყვეტის შემთხვევაში.

3. პერსონალური მონაცემების დამუშავების პირობები.

პერსონალური მონაცემების დამუშავების დროს დაცული უნდა იყოს შემდეგი პირობები:

3.1. პერსონალური მონაცემების კონფიდენციალობა

საზოგადოებაში დოკუმენტურად ფორმდება კონფიდენციალური მონაცემების შესახებ ცნობების ჩამონათვალი. საზოგადოებამ და მესამე პირებმა, რომელთათვის ხელმისაწვდომია პერსონალური მონაცემები, უნდა უზრუნველყონ ასეთი მონაცემების კონფიდენციალობა, გარდა შემდეგი შემთვევებისა:

• პერსონალური მონაცემების დეპერსონალიზაციის შემთხვევაში ;

• საჯაროდ ხელმისაწვდომი პერსონალური მონაცემების მიმართ.

3.2. პერსონალური მონაცემების დამუშავების დავალების მიცემა მესამე პირთათვის

იმ შემთხევაში თუ ხელშეკრულების საფუძველზე საზოგადოება ავალებს მესამე პირს პერსონალური მონაცემების დამუშავებას, ხელშეკრულების არსებით პირობას წარმოადგენს აღნიშნული პირის მიერ პერსონალური მონაცემების კონფიდენციალობის უზრუნველყოფის და პერსონალური მონაცემების უსაფრთხოების ვალდებულება მათი დამუშავების დროს.

ამ მოთხოვნის შესრულების კონტროლს ახორციელებს საზოგადოების დირექტორი.

3.3. პერსონალური მონაცემების შენახვა და განადგურება

პერსონალური მონაცემების შენახვა უნდა განხორციელდეს ისეთი ფორმით, რომ პერსონალური მონაცემების სუბიექტის დადგენის პროცესი არ გაგრძელდეს ამ მონეცემთა დამუშავების მიზნისთვის განსაზღვრულ დროზე უფრო ხანგრძლივად. მიზნების მიღწევის არსაჭიროების შემთხვევაში პერსონალური მონაცემები ექვემდებარება განადგურებას.

პერსონალური მონაცემების გასანადგურებლად , გენერალური დირექტორის ბრძანებით ინიშნება პერსონალური მონაცემების განადგურების კომისია.

პერსონალური მონაცემების განადგურება აქტით ფორმდება. პერსონალური მონაცემების მატერიალური მატარებლების შენახვის ადგილის დამტკიცება ხდება გენერალური დირექტორის განკარგულებით .

3.4.პერსონალური მონაცემების დამუშავება საქონლის,სამუშაოს, მომსახურების პროგრესის მიზნით

პერსონალური მონაცემების დამუშავება ბაზარზე საქონლის,სამუშაოს, მომსახურების პროგრესის მიზნით პოტენციურ მომხმარებელთან პირდაპირი კონტაქტების განხორციელების გზით კავშირის საშუალებების დახმარებით, დასაშვებია მხოლოდ პერსონალური მონაცემების სუბიექტის წინასწარი თანხმობის პირობით.

3.5. პერსონალური მონაცემების ტრანსსაზღვრული გადაცემა

საზოგადოებას შეუძლია განახორციელოს პერსონალური მონაცემების ტრანსსაზღვრული გადაცემა.

პერსონალური მონაცემების ტრანსსაზღვრული გადაცემის განსახორციელებლად საჭიროა პერსონალური მონაცემების სუბიექტის თანხმობის მიღება წერილობითი ფორმით.

პერსონალური მონაცემების ტრანსსაზღვრული გადაცემის განხორციელება პერსონალური მონაცემების სუბიექტის თანხმობის გარეშე შესაძლებელია შემდეგ შემთხვევებში:

• ხელშეკრულების შესრულებისას, რომლის მხარე პერსონალური მონაცემების სუბიექტია;

• პერსონალური მონეცემების სუბიექტის სიცოცხლის, ჯანმრთელობის, სხვა საციცოხლო ინტერესების დაცვის შემთხვევაში, პერსონალური მონაცემების სუბიექტის წერილობითი თანხმობის მიღების შეუძლებლობისას.

4. ზოგადი მოთხოვნები პერსონალური მონაცემების დაცის ორგანიზაციის საკითხში

4.1. ზოგადი დებულებები

პერსონალური მონაცემების უსაფრთხოების უზრუნველყოფის სამუშაოების ორგანიზაციას ახორციელებს გენერალური დირექტორი.

პერსონალური მონაცემების უსაფრთხოების უზრუნველყოფის ღონისძიების შემუშავების და განხორციელების შესრულება შესაძლებელია აგრეთვე სხვა ორგანიზაციების მიერ, რომლებსაც აქვთ შესაბამისი სამუშაოების ჩატარების უფლების ლიცენზია, ხელშეკრულების საფუძველზე.საზოგადოების გენერალური დირექტორის ბრძანებით ინიშნებიან პერსონალურ მონაცემებთან მუშაობის პასუხისმგებელი პირები. პირებს, რომლებსაც სამსახურეობრივი მოვალეობების შესასრულებლად სჭირდებათ საინფორმაციო სისტემებში დამუშავებული პერსონალური მონაცემების ხელმისაწვდომობა, ექნებათ შესაბამისი პერსონალური მონაცემების ბაზაში შესვლის უფლება.

4.2. პერსონალური მონაცემების უსაფრთხოების უზრუნველყოფის ღონისძიებები ავტომატიზირებული დამუშავების დროს.

4.2.1. პერსონალურ მონაცემთა დაცვის სისტემა

პერსონალურ მონაცემთა უსაფრთხოების უზრუნველყოფა საინფორმაციო სისტემებში მათი დამუშავების დროს ხორციელდება პერსონალური მონაცემების დაცვის სისტემის დახმარებით, რომელიც მოიცავს ინფორმაციის საორგანიზაციო ზომებს და დაცვის საშუალებებს ( მათ შორის კრიფტოგრაფიულ საშუალებებს, არასანქციონირებული ხელმისაწვდომობის, ინფორმაციის გაჟონვის თავიდან აცილების საშუალებებს, პერსონალური მონაცემების დამუშავების ტექნიკურ საშუალებებზე პროგრამულ–ტექნიკური ზემოქმედების საშუალებებს), აგრეთვე საინფორმაციო სისტემაში გამოყენებულ საინფორმაციო ტექნოლოგიებს. საზოგადოების საინფორმაციო სისტემაში პერსონალური მონაცემების დამუშავების დროს უზრუნველყოფილი უნდა იყოს:

• პერსონალური მონაცემების არასანქციონირებული ხელმისაწვდომობის თავიდან აცილებაზე მიმართული ღონისძიებების ჩატარება და/ან მათი გადაცემა მესამე პირებზე, რომლებსაც არ აქვთ ასეთი ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უფლება;

• >პერსონალური მონაცემების არასანქციონირებული ხელმისაწვდომობის ფაქტების დროული გამოვლენა;

• პერსონალური მონაცემების ავტომატიზირებული დამუშავების ტექნიკური საშუალებებზე ზემოქმედების არდაშვება, რომლის შედეგად შესაძლოა მათი ფუნქციონირების დარღვევა;

• ისეთი პერსონალური მონაცემების დაუყონებლივი აღდგენის შესაძლებლობა, რომლებიც მოდოფიცირებულია და განადგურებულია მათი არასანქციონირებული ხელმისაწვდომობის დროს;

• პერსონალურ მონაცემთა დაცვის დონის უზრუნველყოფის მუდმივი კონტროლი.

4.2.2.პერსონალური მონაცემების უსაფრთხოების უზრუნველყოფის ღონისძიებების ჩამონათვალი

პერსონალური მონაცემების უსაფრთხოების უზრუნველყოფის ღონისძიებები საინფორმაციო სისტემებში მათი დამუშავებისას მოიცავს:

• პერსონალური მონაცემების უსაფრთხოების საშიშროების განსაზღვრას მათი დამუშავებისას, მათ საფუძველზე უშიშროების მოდელის ფორმირებას ;

• პერსონალური მონაცემების დაცვის სისტემის უშიშროების მოდელის საფუძველზე შემუშავებას, რომელიც უზრუნველყოფს სავარაუდო საშიშროების ნეიტრალიზაციას საინფორმაციო სისტემების შესაბამისი კლასებისთვის გათვალისწინებული პერსონალურ მონაცემთა დაცვის მეთოდების და საშუალებების გამოყენებით;

• ინფორმაციის დაცვითი საშუალებების გამოყენებისთვის მზადყოფნის შემოწმებას და მათი ექსპლუატაციის დაშვების შესახებ დასკვნის შედგენას;

• ინფორმაციის დაცვის საშუალებების დაყენებას და ექსპლუატაციაში შესვლას საექსპლუატაციო და ტექნიკური დოკუმეტაციის შესაბამისად;

• ინფორმაციის დაცვის საშუალებებთან მუშაობის წესების სწავლას პირთათვის, რომლებიც სარგებლობენ საინფორმაციო სისტემებში გამოყენებული ინფორმაციის დაცვის საშუალებებით;

• ინფორმაციის დაცვის საშუალებების გამოყენებული საშუალებების,მათი საექსპლუატაციო და ტექნიკური დოკუმენტაციის, პერსონალურ მონაცემთა მატარებლების აღრიცხვას;

• საინფორმაციო სისტემებში პერსონალურ მონაცემებთან სამუშაოდ დაშვებული პირთა აღრიცხვას;

• სექსპლუატაციო და ტექნიკური დოკუმენტაციით გათვალისწინებული ინფორმაციის დაცვის საშუალებების გამოყენების პირობების დაცვის კონტროლს;

• მოსმენებს და დასკვნების შედგენას პერსონალურ მონაცემთა მატარებლების შენახვის, ინფორმაციის დაცვის საშუალებების გამოყენების პირობების დაუცველობის ფაქტებზე, რის შედეგიც შედეგი პერსონალური მონაცემების კონფიდენციალობის დარღვევა და ან სხვა დარღვევა იყოს;

• პერსონალურ მონაცემთა დაცვის სისტემის აღწერას.

4.2.3.პერსონალურ მონაცემთა საინფორმაციო სისტემების კლასიფიკაცია

საზოგადოების პერსონალური მონაცემების საინფორმაციო სისტემები ექვემდებარება სავალდებულო კლასიფიკაციას. პერსონალურ მონაცემთა საინფორმაციო სისტემების კლასიფიკაციების ჩასატარებლად ინიშნება კომისია. კლასიფიკაციის შედეგები ფორმდება შესაბამისი აქტით.

4.2.4. ფართები, სადაც ხდება პერსონალურ მონაცემთა დამუშავება.

საინფორმაციო სისტემების განთავსება, სპეციალური აღჭურვილობა და ფართების დაცვა,სადაც პერსონალური მონაცემების დამუშავება ხდება, ამ ფართებში უსაფრთხოების უზრუნველყოფის რეჟიმის ორგანიზაცია უნდა უზრუნველყონ პერსონალური მონაცემების მატარებლების და ინფორმაციის დაცვის საშუალებების უსაფრთხოება, და ამ ფართებში უცხო პირთა შესვლის შეუძლებლობა.

4.3. ამ პოლიტიკს მოთხოვნების შესრულების კონტროლი და ზედამხედველობა

პოლიტიკს მოთხოვნების შესრულების კონტროლი და ზედამხედველობა ხორციელდება „პერსონალური მონეცემების დაცვის მდგომარეობის შიდა შემოწმების გეგმის“ შესაბამისად.

კონტროლში შედის ინფორმაციის დაცვის ნორმატიული დოკუმენტების მოთხოვნის შესრულების შემოწმება, აგრეთვე მიღებული ზომების ეფექტურობის და დასაბუთების შეფასება. ის შეიძლება განხორციელდეს სტრუქტურული ქვეგანყოფილების მიერ, რომელიც პასუხისმგებელია პერსონალური მონაცემების უსაფრთხოების უზრუნველყოფაში ან სხვა ორგანიზაციების ხელშეკრულების საფუძველზე, რომლებსაც აქვთ ლიცენზიები ტექნიკური დაცვის და ინფორმაციის კონფიდენციალობის დაცვის საქმიანობაზე .

4.4 პერსონალური მონაცემების უსაფრთხოების უზრუნველყოფის ღონისძიებების დაფინანსება

პერსონალური მონაცემების უსაფრთხოების უზრუნველყოფის ღონისძიებების დაფინანსება ხოეციელდება საზოგადოების სახსრებით და გათვალისწინებულია საზოგადოების ბიუჯეტით.

5.ამ პოლიტიკის მოთხოვნების დარღვევის პაუხისმგებლობა

ამ პოლიტიკის მოთხოვნების დამრღვევი პირები, პასუხს აგებენ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

Facebook Comments

Add Comment

Your email address will not be published. Required fields are marked *

ძალიან კარგი საიტია, დამეხმარა მომეძებნა და ამერჩია საუკეთესო ონლაინ სესხი ყველა სესხებიდან

ია ფიფია

manimenit visargeble pirveli sesxi uproceno aqvs da dzalian scrafad amtkiceben.. madlobt

moneymen

meti sesxebi daamatet ra uprocento.....

sesxebi