Nomo – ტექნიკის ქირაობა

sesxebi

sesxebi-sesxis ageba

Nomo – ტექნიკის ქირაობა

nomo გთავაზობთ ტექნიკის ქირაობას იხილეთ წესები :
ყოველთვიური ქირის გადასახადი

ყოველ პროდუქტს თან ახლავს ქირის გადასახადი, რომელიც ყოველთვიურად, წინასწარ უნდა გადაიხადოთ.

ქირის გადახდის გრაფიკი მოცემულია სპეციალურ პირობებში.

გადახდა შესაძლებელია ანგარიშზე გადარიცხვის, ნაღდი ანგარიშსწორების და სწრაფი ჩარიცხვის აპარატებით გადახდის გზით.

დაქირავების მაქსიმალური ხანგრძლივობა

თითოეული პროდუქტის ქირაობის მაქსიმალური პერიოდია 2 წელი. თუ 6 თვის გადასახადები უკვე გადაიხადეთ, შეგიძლიათ პროდუქტი ნებისმიერ დროს უფასოდ დააბრუნოთ.

განაცხადის დამტკიცება

თქვენი განაცხადის შესაფასებლად უნდა დაეთანხმოთ თქვენი პირადი მონაცემების დამუშავებას. ამის შემდეგ თქვენი პირადი მონაცემები დამუშავდება, განაცხადი განიხილება და 2 სამუშაო დღის მანძილზე გაცნობებთ გადაწყვეტილებას.

ამავდროულად ჩვენ დაგიკავშირდებით ტელეფონით, რათა გაგაცნოთ სპეციალური პირობები. ნივთის დასაქირავებლად უნდა მობრძანდეთ ჩვენს ფილიალში და მოაწეროთ ხელი ხელშეკრულებას.

პროდუქტის დაბრუნება

პროდუქტის დაბრუნება შეგიძლიათ ნებისმიერ დროს. 6 თვის გასვლის შემდეგ დაბრუნება უფასოა, ხოლო 6 თვეზე ადრე დაბრუნების შემთხვევაში უნდა დაფაროთ 6 თვის გადასახადის გადაუხდელი ნაწილი.

დაწვრილებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ პროდუქტის დაბრუნების შესახებ გვერდს, წაიკითხეთ ყურადღებით ხელშეკრულების პირობები ან დაგვიკავშირდით.

პროდუქტის ყიდვა

თუკი პროდუქტით ძალიან კმაყოფილი დარჩით და მისი შეძენა გსურთ, ეს ნებისმიერ დროს შესაძლებელია.

პროდუქტის შესაძენად დაგვიკავშირდით და ჩვენ შეგატყობინებთ, თუ რა ფასად შეიძლება მოცემული პროდუქტის შესყიდვა!

გასაქირავებელი პროდუქტები ახალია თუ მეორადი?

ნომო გთავაზობთ როგორც ახალი, ასევე მეორადი ტექნიკის ქირაობას.

ახალი ტექნიკა არის ზუსტად ისეთი, როგორიც საქართველოს სხვა წამყვან მაღაზიებში წარმოდგენილი ტექნიკა – გაუხსნელი, დაუზიანებელი, საკუთარი შეფუთვითა და რიგ შემთხვევებში აქსესუარებითა და ინსტრუქციებით.

მეორადი პროდუქტები არის ნომოს სხვა კლიენტთა მიერ ნაქირავები და ქირაობის შემდეგ დაბრუნებული პროდუქტები.

აქვს თუ არა ჩემს პროდუქტს გარანტია?

როგორც წესი, ახალ პროდუქტებს აქვთ გარანტია, თუმცა სხვადასხვა პროდუქტებისთვის გარანტიის ხანგრძლივობა განსხვავებულია.

რაც შეეხება მეორად პროდუქტებს, გარანტია დამოკიდებულია წინა დაქირავებებზ – შესაბამისად, მეორად პროდუქტებს აქვთ ახალ პროდუქტებთან შედარებით უფრო ნაკლები საგარანტიო პერიოდი დარჩენილი, ან შეიძლება, იგი უკვე ამოწურული იყოს.

ვინ შეიძლება იქირაოს ნომოს პროდუქტები?

ქირაობა შეუძლიათ 21-დან 75 წლამდე საქართველოს მოქალაქეებს. ყოველი განაცხადის შევსებისას ცალკეულად მიიღება გადაწყვეტილება განმცხადებლისთვის ქირავნობის სერვისის შეთავაზებასთან დაკავშირებით.

არანაირი ფარული გადასახადები და საკომისიოები

ნომოში არ იყენებს ფარული გადასახადებსა და საკომისიოებს. დამატებითი ინფორმაციისთვის გაეცანით ხელშეკრულების პირობებს.

Facebook Comments

Add Comment

Your email address will not be published. Required fields are marked *

ძალიან კარგი საიტია, დამეხმარა მომეძებნა და ამერჩია საუკეთესო ონლაინ სესხი ყველა სესხებიდან

ია ფიფია

manimenit visargeble pirveli sesxi uproceno aqvs da dzalian scrafad amtkiceben.. madlobt

moneymen

meti sesxebi daamatet ra uprocento.....

sesxebi